Englishქართული (Georgian)

Innovative Education Foundation        ინოვაციური განათლების ფონდი

 



 

დამფუძნებლები

 

alt

ვალერი ტყეშელაშვილი


ინოვაციური განათლების ფონდის დამფუძნებელი, გამგეობის თავმჯდომარე.

2002 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ბაკალავრიატი. 2003 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისგან, მენეჯმენტის სპეციალობით.

2004 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, ხოლო 2007 წლიდან ეწევა კერძო საქმიანობას, მათ შორის კონსალტინგს მენეჯმენტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით. მისი ინიციატივით დაიწყო და წარმატებით განხორციელდა ერთიანი სამთავრობო ქსელის პროექტი. მონაწილეობას იღებდა ციფრული ხელმოწერის კანონის შექმნაში, ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობის დანერგვის და სხვა პროექტებში. არის ელექტრონული მმართველობის განვითარების სახელმწიფო კომისიის წევრი.

 

Labadze_sm

მერაბ ლაბაძე


ინოვაციური განათლების ფონდის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, ბიოფიზიკის სპეციალობით.

2001 წლიდან მოღვაწეობდა არასამთავრობო სექტორში. იყო რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი. 2004 წლიდან მონაწილეობდა საქართველოში ესტონური ვეფხვის ნახტომის ანალოგიური პროექტის დაწყებაში. მომდევნო წლებში იყო განათლების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის პროგრამა ირმის ნახტომის მენეჯერი და აღმასრულებელი დირექტორი. 2008-2009 წლებში სტაჟირებას გადიოდა აშშ-ს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მართვისა და პოლიტიკის სფეროში, ფულბრაიტის კომისიის ჰუბერტ ჰამფრის სტიპენდიით. ეწევა საექსპერტო საქმიანობას საგანმანათლებლო ტექნოლოგიების, ელექტრონული მმართველობის, ინტერნეტში საავტორო უფლებების ლიცენზირების, ინოვაციური სასწავლო მეთოდების განვითარების საკითხებში.

 

 

Mamuka_110x138

მამუკა კომახია


ინოვაციური განათლების ფონდის დამფუძნებელი. 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 1998 წლიდან ეწევა ანალიტიკურ საქმიანობას. მუშაობდა რეგიონული პოლიტიკის მიმომხილველად წამყვან ქართულ გაზეთებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ ცენტრში.

მისი ექსპერტიზის სფეროა პოსტსაბჭოთა სივრცე, ეთნიკური უმცირესობები. აღნიშნულ თემებზე არაერთი სტატია და მონოგრაფია აქვს გამოქვეყნებული. 2004 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას.


 

.

ავტორიზაცია