Englishქართული (Georgian)

Innovative Education Foundation        ინოვაციური განათლების ფონდი

 



 

დასრულებული

პროექტის სახელისაქართველოს პოლიტიკური ბარომეტრი

დონორი: კონრად ადენაუერის ფონდი (KAS)

პროექტის ხანგრძლივობა: ივნისი–სექტემბერი, 2012

პროექტის ბიუჯეტი: 8000 EUR

პროექტის აღწერა: პროექტის მიზანი იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ ამომრჩევლის პოზიციის განსაზღვრისათვის ხელის შეწყობა. პროექტი ასევე დაეხმარა მოქალაქეს პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიების და შეხედულებების გათვითცნობიერებაში. პროექტის ფარგლებში შექმნილი ინტერნეტ–კითხვარი მოიცავს 28 დებულებას, რომლებზეც დახურული ტიპის პასუხების სრულად გაცემის შემდეგ ხდება მათი შედარება პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებულ პასუხებთან, რის შემდეგადაც ანგარიშდება მათი პროცენტული თანხვედრა და ხდება პოლიტიკურ ლანდშაფტზე მათი ვიზუალიზაცია. პროექტი განხორციელდა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობით და სხვადასხვა სფეროს ექსპერტების მონაწილეობით. პოლიტბარომეტრში გამოყენებულია ევროპარლამენტის 2009 წლის არჩევნების დროს განხორციელებული მსგავსი პროექტის მეთოდოლოგია.

 

პროექტის სახელიმეცნიერები და მასწავლებლებიპოლონურ–ქართული თანამშრომლობა განათლების განვითარებისათვის საქართველოში

დონორი: პოლონურ–ამერიკული თავისუფლების ფონდი

პროექტის პარტნიორები: პარტნიორები პოლონეთის ფონდი [Fundacja Partners Polska], კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი

პროექტის ხანგრძლივობა: ივნისი 1, 2012 – ნოემბერი 30, 2012

პროექტის ბიუჯეტი: USD 2183

პროექტის აღწერა: პროექტის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო საგნებში ქართული განათლების სისტემის მოდერნიზაციის პროცესის მხარდაჭერა სამეცნიერო წრეებისა და მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების შექმნის გზით.საქართველოში სამეცნიერო ცოდნის გავრცელებით დაკავებული 6 მეცნიერი გაცნობითი ვიზიტით ესტუმრა პოლონეთს. პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ შიდა ქართლის, სამცხე ჯავახეთისა და ქვემო ქართლის 6 სკოლაში ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად გაიმართა ღონისძიებები, რამაც ინტერესი გააღვივა საბუნებისმეტყველო საგნებისადმი. პროექტის ფარგლებში დამყარებული კავშირები და შეძენილი გამოცდილება თანამშრომლობის ქსელის შექმნის საფუძველი გახდა.

 

პროექტის სახელი:საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობა „ICEGOVeGovernment Conference“–ში

დონორი:ესტონეთის საელჩო საქართველოში

პროექტის ხანგრძლივობასექტემბერი, 2011

პროექტის ბიუჯეტი: 850 EUR

პროექტის აღწერაპროექტის მიზანი იყო საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაშიტალინშირომელიც e-მმართველობასკიბერ უსაფრთხოებასა და e-დემოკრატიის საკითხებს ეძღვნებოდა.

 

 
 
პროექტის ხანგრძლივობა: 1 მარტი, 2013 – 1 მარტი, 2014
 
პროექტის ბიუჯეტი: EUR 21 100
 
პროექტის აღწერა: ვიშეგრადის წევრი ქვეყნების მოდერნიზაციისა და განვითარების მიზეზი იმ ადგილობრივი ინიციატივების დამსახურებაც არის, რომლებიც განათლების ხარისხის ამაღლებისკენ არის მიმართული. მასწავლებლები, მეცნიერები და ექსპერტები ცვლიან სწავლების პროცესისადმი მიდგომებს საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში. პროექტის მიზანია სწავლების მეთოდოლოგიისა და სიახლეების გადაცემა საქართველოში, რათა ადგილობრივ თემებსა და სკოლებში წარმოიშვას ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივები, რაც განათლების სფეროში მოღვაწე ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობებს გააძლიერებს.
 
 
პროექტის სახელი: 2013 წელს საქართველოში ინტელის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამის მხარდაჭერა
 
 
პროექტის ხანგრძლივობა: 19 თებერვალი, 2013 – 30 იანვარი, 2014
 
პროექტის ბიუჯეტი: USD 24 000
 
პროექტის აღწერა:პროექტის მიზანია ინტელის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამის მხარდაჭერა საქართველოში. ინოვაციური განათლების ფონდი პასუხისმგებელია ინტელის საგანმანათლებლო პროგრამების თარგმნაზე, ადაპტაციასა და მასწავლებლების კონსულტაციაზე, ტრენერების ტრენინგების ჩატარებაზე.პროგრამის საშუალებით გაიზრდება ადგილობრივი მასწავლებლების შესაძლებლობები გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები საკუთარ გაკვეთილებზე, რაც გაზრდის სწავლების ხარისხს და ქართველ მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
.

ავტორიზაცია