Englishქართული (Georgian)

Innovative Education Foundation        ინოვაციური განათლების ფონდი

 



 

მიმდინარე

პროექტის სახელი: კოდალას აკადემია

პროექტის ხანგრძლივობა: პროექტი ხორციელდება 2010 წლის ოქტომბრიდან

პროექტის აღწერაპროექტის მიზანია საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური მეთოდების და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა. კოდალას აკადემია ინოვაციური განათლების ფონდის მიერ შექმნილი მოკლე ვიდეო-გაკვეთილების პორტალიასადაც ამ ეტაპზე განთავსებულია ვიდეო-გაკვეთილები სხვადასხვა საგანში (ძირითადად საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში), ასევე ექსპერიმენტების ამსახველი ვიდეოები

 

პროექტის სახელი:  2014 წელს საქართველოში ინტელის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამის მხარდაჭერა

 
პროექტის ხანგრძლივობა: 18თებერვალი, 2014 – 31დეკემბერი, 2014
 
პროექტის ბიუჯეტი: 30 000აშშ დოლარი 
 
პროექტის აღწერაპროექტის მიზანია ინტელის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამის მხარდაჭერა საქართველოში. ტრენინგ პროგრამა ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში. ინოვაციური განათლების ფონდი პასუხისმგებელია ინტელის საგანმანათლებლო პროგრამების თარგმნაზე, ადაპტაციასა და მასწავლებლების კონსულტაციაზე, ტრენერების ტრენინგების ჩატარებაზე. პროგრამის შედეგად ადგილობრივ მასწავლებლებს ექნებათ მეტი უნარი და საშუალება, გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები საკუთარ გაკვეთილებზე, რაც გაზრდის სწავლების ხარისხს და ქართველ მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
 
2014 წელს დაგეგმილია ინტელის ონლაინ კურსების პორტფოლიოდან (ინტელის ელემენტები) 2 კურსის ადაპტაცია და პილოტირება, 1-1-ზე სწავლების მეთოდოლოგიისა და ახალი ტრენინგ-კურსების თარგმნა-ადაპტაცია; ასევე ინტელის ძირითადი კურსისათვის დამატებითი მასალების თარგმნა, მასტერ-კლასების, ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზება.
 
 
პროექტის სახელი: Intel ISEF მართვა და განვითარება საქართველოში 2014 წელს
 
 
პროექტის ხანგრძლივობა: 18 თებერვალი, 2014 – 31 დეკემბერი, 2014
 
პროექტის ბიუჯეტი: 18 000 აშშ დოლარი
 
პროექტის აღწერაპროექტისმთავარი მიზანია, საქართველოს წარმომადგენლობის, რომელიც შედგება  ახალგაზრდა გამომგონებელთაეროვნული კონკურსის გამარჯვებულთაგან, მონაწილეობის უზრუნველყოფა ინტელISEF 2014–ში, ასევე აღნიშნულ კონკურსთან აფილირებულიქართულიკონკურსისმხარდაჭერა.  
 
თავად პროექტის სოციალური გავლენა გაცილებით ფართომასშტაბიანია – რაც გულისხმობს მე–9–მე-12 კლასელების მეტ დაინტერესებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებით და ამ მხრივ მათი ნიჭის გამოვლენას
 
ინტელ ISEF კონკურსში მონაწილეობა, მასთან აფილირებული"ლეონარდო და ვინჩის" კონკურსის მხარდაჭერა და შესაბამისისაინფორმაციო კამპანია ხელს შეუწყობს მეცნიერების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. საბუნებისმეტყველო საგნების გაუმჯობესებული სწავლება კი, თავის მხრივ,უზრუნველყოფს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, როგორც ადგილობრივ დონეზე ისე, აუთსორსინგის გზით
 
 
 
პროექტის სახელი: ჯანსაღი ცხოვრების წესისპოპულარიზაცია ინოვაციური მიდგომებით
 
დონორი: აშშ საელჩო საქართველოში, დემოკრატიის კომისია 
 
პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი 2014 – 30 ივნისი 2015
 
პროექტის ბიუჯეტი: 23, 780 აშშ დოლარი
 
პროექტის აღწერაპროექტის, „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაინოვაციური მიდგომებით“, უმთავრესი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის და ამ მიმართულებით არსებული მიდგომის პოპულარიზაცია მე–8–მე–12 კლასის მოსწავლეებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შერჩეულ სკოლებში
პროექტის აქტივობები გულისხმობს მოსწავლეთა უშუალო ჩართულობას კვლევებში, რომელიც არაჯანსაღი ცხოვრების წესის ნეგატიურ ეფექტებს ადგენს. აქტივობები მოიცავს: ტრენინგებს, კვლევას, ექსპერიმენტებს, მსჯელობას და დისკუსიებს
 
პროექტს პირდაპირი გავლენა ექნება პროექტში ჩართული სკოლების 2500-მდე მოსწავლეზე. ზემოაღნიშნულის შედეგად, მოხდება მოზარდებში არაჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების განვითარებაინტერაქტიული სწავლების და სადისკუსიო მეთოდების მეშვეობით;შეიქმნება და გაზიარებულ იქნება შესაბამისი ინოვაციური მოდელი.
 
 
.

ავტორიზაცია