Englishქართული (Georgian)

Innovative Education Foundation        ინოვაციური განათლების ფონდი

 



 

ინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები

დღეს ინოვაციური და შემოქმედებითი უნარების განვითარება პიროვნების თვითდამკვიდრებისათვის არსებითია, ამ პროცესში კი ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. მაღალი სააზროვნო უნარების ანალიზის, სინთეზის, კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების მიღების, ასევე შემოქმედებითი უნარების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი მისია უპირველესად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მასწავლებლებს დაეკისრათ.

პროექტი €œინოვაციური განათლების ადგილობრივი ლიდერები 2013-2014 წლებში ხორციელდებოდა პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებებისათვის ქსელის პოლონეთის, საქართველოს, სლოვაკეთის, უნგრეთის, ჩეხეთის ორგანიზაციებისა და ინოვაციური განათლების ფონდის მიერ ვიშეგრადის (visegradfund.org ) საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა ინოვაციური და შემოქმედებითი საგანმანათლებლო მეთოდების დანერგვა საქართველოს 20-€“მდე სკოლაში ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით. პროექტი ორ ფაზად წარიმართა.

პირველ ფაზაში ქართველი მასწავლებლებისა და მეცნიერების კონკურსით შერჩეულ ჯგუფს ჩაუტარდათ 4 ტრენინგი ინოვაციური განათლების სხვადასხვა ასპექტის შესახებ, ხოლო მეორე ფაზაში მათ განახორციელეს საგანმანათლებლო მინი პროექტები შესწავლილი მეთოდების გამოყენებით. ტრენინგები ინოვაციური განათლების კონტექსტში საინტერესო და აქტუალური იყო. ისინი ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით ტარდებოდა, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდათ, რომ სხვადასხვა მეთოდის ეფექტი საკუთარი თვალით ენახათ. ასევე მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ მონაწილეების ინტერაქცია, თვითრეფლექსია და საკუთარი გამოცდილების სხვებისათვის გაზიარება. თითოეული ტრენინგის შემდეგ მასწავლებლებმა დაიწყეს საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენება, ხოლო ტრენინგების სრული სერიის გავლის შემდეგ, საკუთარ და პარტნიორ სკოლებში განახორციელეს მცირე თანამშრომლობითი პროექტები.
ძირითადად ყველა მინი-პროექტი განხორციელდა მინიმუმ ორი სკოლის ჩართულობით და მასწავლებლებისა და მეცნიერების თანამშრომლობით. აღნიშნულმა მოდელმა ხელი შეუწყო ტრენინგებზე მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის წარმატებულ დისემინაციას. საგანმანათლებლო მინი-პროექტები მეტწილად მულტიდისციპლინარულ ხასიათს ატარებდა. საპროექტო აქტივობების განხორციელებით კი მოსწავლეებს განუვითარდათ ანალიტიკური, კვლევითი, პრეზენტაციის წარდგენის, ტექნოლოგიური და სხვა მნიშვნელოვანი უნარები. რამდენიმე მინი-პროექტი მიეძღვნა ცხოვრების ჯანსაღ წესს, სადაც მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით ექსპერიმენტების, ინტერვიუების, კვლევებისა და მეორადი ინფორმაციის დამუშავების გზით დაინახეს ჯანმრთელობისათვის საზიანო სხვადასხვა პროდუქტისა თუ ჩვევის ეფექტი. აღნიშნული მინი-პროექტები გამდიდრებული იყო ინოვაციური საგანმანათლებლო საშუალებებითა და აქტივობებით, რამაც უზრუნველყო ბავშვების აქტიური ჩართულობა და დაინტერესება.

პროექტის შესახებ ინფორმაცია და სხვა საინტერესო მასალა ხელმისაწვდომია ინტერნეტ- გვერდზე: lesson.org.pl
პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები: პარტნიორები პოლონეთის ფონდი - წამყვანი პარტნიორი http://www.fpp.org.pl, პარტნიორები დემოკრატიული ცვლილებისათვის სლოვაკეთი http://pdcs.sk , პარტნიორები ჩეხეთი  http://www.partnersczech.cz/en , პარტნიორები უნგრეთის ფონდი http://www.partnershungary.hu, პარტნიორები საქართველო http://www.partners.ge , ინოვაციური განათლების ფონდი.


.

ავტორიზაცია