Englishქართული (Georgian)

Innovative Education Foundation        ინოვაციური განათლების ფონდი

 



 

კონკურსი Intel ISEF

Intel ISEF არის საშუალო სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეების მიერ საბუნებისმეტყველო დისციპლინებში, მათემატიკასა და ინჟინერიაში განხორციელებული კვლევითი პროექტების მსოფლიოში უდიდესი კონკურსი. მისი ორგანიზატორია "საზოგადოება მეცნიერებისათვის და ხალხისათვის" (www.societyforscience.org). კორპორაცია ინტელი 1997 წლიდან არის კონკურსის მთავარი სპონსორი და მხარდამჭერი.

2014 წლიდან აფილირების საფუძველზე კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის "ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებულებს.

ინოვაციური განათლების ფონდი 2013 წლიდან კორპორაცია ინტელთან და ინტელის ფონდთან თანამშრომლობით ახორციელებს Intel ISEF-ის მხარდამჭერას საქართველოში, რაც გამოიხატება: მეთოდოლოგიური მასალების და რეკომენდაციების გავრცელებაში, მოსწავლეების და მათი ხელმძღვანელების გათვითცნობიერებაში კონკურსის პირობების შესახებ, სპეციალური საპრიზო ფონდის გამოყოფაში "ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებულთათვის.

კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://www.societyforscience.org/intel-international-science-and-engineering-fair

.

ავტორიზაცია